LIVE

134 183 ვიზიტორი - სათხილამურო სეზონის შედეგები

29 აპრ 202114:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
134 183 ვიზიტორი - სათხილამურო სეზონის შედეგები

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა მთას, 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78462 შეადგინა.

2121 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83055, ბაკურიანისას - 35166, გოდერძის - 7262, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8700 ვიზიტორი სტუმრობდა.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი 8 მარტს გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.