LIVE

ემანუელ მაკრონი ნავალნისა და უკრაინის გამო პუტინზე ზეწოლას აძლიერებს

27 აპრ 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
ემანუელ მაკრონი ნავალნისა და უკრაინის გამო პუტინზე ზეწოლას აძლიერებს
Charles Platiau, AFP

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეამციროს დაძაბულობა უკრაინასთან და გამოხატა „სერიოზული შეშფოთება“ ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის გამო.

მაკრონის ოფისის ცნობით, პუტინთან საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნავალნის „ფუნდამენტური უფლებების“ პატივისცემა დაჟინებით მოითხოვა.

მაკრონმა ასევე მოუწოდა პუტინს, „კეთილსინდისიერად და თანმიმდევრულად იმუშაოს უკრაინასთან დაძაბულობის შესამცირებლად“, კერძოდ, ჯარისა და მძიმე შეიარაღების გაყვანით უკრაინის საზღვრიდან. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზებამ საომარი მოქმედებების განახლების შიში გააძლიერა.

მაკრონმა ასევე დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ, რომელთა დიპლომატები რუსეთის სამიზნეები გახდნენ მთელი რიგი განდევნების შედეგად.