LIVE

Irish Mirror: Manchester United-ის მფლობელები მზად არიან კლუბი £4 მილიარდად გაყიდონ

25 აპრ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
Irish Mirror: Manchester United-ის მფლობელები მზად არიან კლუბი £4 მილიარდად გაყიდონ
Getty Images

როგორც Irish Mirror იტყობინება, Manchester United-ის ამერიკელი მფლობელები მზად არიან ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი 4 მილიარდ ფუნტად გაყიდონ. Manchester United-ი ერთ-ერთია 12 გუნდიდან, რომელიც ევროპის სუპერ ლიგის ჩაშლილ გეგმებში მონაწილეობდა.

გლეიზერების ოჯახი, რომელიც კლუბს ფლობს, თვლის, რომ ფასი გამართლებულია, რადგან პოპულარული კლუბი მაინც შეძლებს მნიშვნელოვანი სასპონსორო გარიგებების მოპოვებას ევროპის სუპერ ლიგის ჩამოშლის შემდეგაც კი. გაზეთი ამის შესახებ წყაროს მითითების გარეშე იტყობინება.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის დასახელებული ფასი გლეიზერების ოჯახის გადამწყვეტ წილს ეხება თუ ეს მთლიანი კომპანიის ღირებულებაა.

ჰეჯ-ფონდის ტიტანმა პოლ მარშალმა და Goldman Sachs-ის ყოფილმა ეკონომისტმა ჯიმ ონილმა - Manchester United-ის დიდი ხნის თაყვანისმცემლებმა, რომლებიც კლუბის შეძენას 2010 წელს ცდილობდნენ - პარასკევს გამოაქვეყნეს წერილი, სადაც გლეიზერებს მოუწოდებენ გაყიდონ თავიანთი წილის მაქსიმუმ 49,9%.

წყვილმა ასევე განაცხადა, რომ აქციები უნდა გაიყიდოს IPO-ს თავდაპირველი ფასით, აქციაზე $14 დოლარად. პარასკევს ნიუ იორკში აქციის ფასი $16,20 იყო.

სესხის ჩათვლით, Manchester United-ის სამეწარმეო ღირებულება ამჟამად 3,3 მილიარდი დოლარია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩიარა ვასარი და ჯეიმს ლადენი