LIVE

Victoria’s Secret-მა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებები განაახლა

24 აპრ 202117:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 560
Victoria’s Secret-მა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებები განაახლა
Bloomberg

L Brands-ის Victoria’s Secret-მა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებები განაახლა. კომპანია ამჯერად ცდილობს გააორმაგოს საკუთარი ბიზნესის ღირებულება, რომელიც გასულ წელს 1.1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

იმ ფონზე, რომ ბრენდის გაყიდვები გაუმჯობესდა, კომპანიას აქვს შანსი 2-დან 3 მილიარდამდე დოლარის ღირებულებაზე გააკეთოს სწორება. ან უფრო მეტზეც.

“ვინაიდან Victoria’s Secret-ის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სხვადასხვა ტიპის მრავალმხრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბიზნესის ღირებულება 5 მილიარდ დოლარს აღწევს," განაცხადა ფინანსურმა დირექტორმა, სტიუარტ ბურგდორფერმა.

Wells Fargo-მ და Credit Suisse Group-ის ანალიტიკოსებმა თეთრეულის ქსელის ღირებულება წელს $4 მილიარდზე მეტად შეაფასეს, ხოლო Citigroup-მა თითქმის 5 მილიარდ დოლარად.

L Brands– მა განაცხადა, რომ იგი Victoria's Secret-ის გაყიდვას ან ცალკე კომპანიად გატანას აგვისტოს ბოლომდე გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ L Brands-მა გასულ წელს გააუქმა გარიგება კერძო საინვესტიციო ფონდთან, Sycamore Partners-თან, რომელსაც თეთრეულის მაღაზიების ქსელის 55%-ზე კონტროლი $525 მილიონად უნდა მიეღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელაიზა რონალდს ჰენონი და კრისტაკ ტსე