LIVE

Alibaba-ს ჩინურ ბაზარზე Meituan-ის სახით საშიში მეტოქე ჰყავს

25 აპრ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 583
Alibaba-ს ჩინურ ბაზარზე Meituan-ის სახით საშიში მეტოქე ჰყავს
Bloomberg

ვანგ სინის Meituan-სა და ტექ. მილიარდერ ჯეკ მას Alibaba- ს შორის კონკურენცია ჩინურ ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეტიქეობად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ Alibaba გლობალური რეპუტაციის მქონე ელექტრონული კომერციის დომინანტური ძალაა, ვანგმა, ერთი თაობით ახალგაზრდა ბიზნესენმა, Meituan-ი მის საშიშ მეტოქედ აქცია, როგორც მსოფლიოს უდიდესი მიწოდების იმპერია. ადრეულ ალიანსის დაშლის შემდეგ ორ კომპანიას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

42 წლის ვანგმა ცოტა ხნის წინ რეკორდული $10 მილიარდი შეაგროვა ახალი ავტონომიური სერვისების განსავითარებლად, რომელიც მისი კომპანიის ხარჯებს შეამცირებს და ელ-კომერციის ქსელს უფრო გააფართოებს.

თუმცა, ვანგი და სხვა ტექნოლოგიური ბიზნესები ფრთხილად უნდა იყვნენ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთის ანტიმონოპოლურმა ორგანიზაციამ ახალი კანონები გამოაქვეყნა, რომლებიც ინტერნეტ სფეროს მეტ კონტროლს გაუწევს. ორგანიზაციამ ასევე დაიწყო გამოძიება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა იძულებითი ექსკლუზიური შეთანხმებები და შეღავათიანი ფასების შეთავაზება ახალი მომხმარებლებისთვის. მას შემდეგ, რაც ამ თვეში Alibaba რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმდა, ინვესტორები ახლა ელიან, რომ Meituan-ი და მისი მხარდამჭერი Tencent-ი შემდეგი იქნებიან ცეცხლის ხაზში.

შეგროვებული 10 მილიარდი დოლარი Meituan-ის ნაღდი ფულის მარაგს გააორმაგებს, რაც მას ყველაზე დიდ რეზერვს მიანიჭებს Alibaba-ს შემდეგ. კომპანია ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში განახორციელებს, როგორიცაა მაგალითად ავტონომიური ტრადნსპორტი და დრონები  მიწოდებისთვის. ის ასევე შექმნის ინფრასტრუქტურას ონლაინ სასურსათო მაღაზიებისთვის, რა მხრივაც კომპანია მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს.

თუმცა, ვანგის ფირმას, რომელიც წლების განმავლობაში ამუშავებდა ავტონომიურ მიწოდებას, ამ სფეროში კონკურენციას Didi-ი და JD.com გაუწევენ, რომლებიც ასევე იკვლევენ ამისთვის საჭირო ტექნოლოგიებს. თავის მხრივ, Alibaba-მ დორნით თავის პირველი საცდელი მიწოდება 2015 წელს განახორციელა. თუმცა, Meituan-ის მცდელობები გასული წლის Covid-19-ის აფეთქების შემდეგ უფრო დაჩქარდა. ის ჯერჯერობით პეკინში თვითმართვად მანქანებს 35,000 სასურსათო შეკვეთის მიტანისთვის გამოიყენებს. შენჟენში კი, იანვრის საპილოტე პროგრამის დაწყების შემდეგ კომპანიის დრონებმა აპრილის შუა რიცხვებში უკვე 1000-ზე მეტი შეკვეთა მიიღეს.

რაც შეეხება ვანგსა და ჯეკ მას შორის მტრობას, ის ნახევარ ათწლეულზე მეტია გრძელდება. Alibaba-მ Meituan– ის ადრეულმა ინვესტორმა 2015 წლის შუა რიცხვებში სტარტაპში მეტი თანხის ჩადებაზე უარი თქვა, რადგან ის არ იქნებოდა სრულად ინტეგრირებული Alibaba-ზე. ამის საპასუხოდ, ვანგმა მიმართა Alibaba-ს მეტოქე Tencent-ს, რომელმაც $ 1 მილიარდი დაფინანსება მისცა, თავის მომსახურება კი Meituan-ს შეუერთა, ხოლო კომბინირებულ კომპანიას დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მისცა.

Bloomberg News-თან 2019 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვანგმა თქვა, რომ ის ჯეკ მასთან ” პატიოსნების პრობლემას” ხედავდა. ამის საპირწონედ, ვანგმა Amazon.com-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს სანიმუშო უწოდა და მიუთითა მის სურვილზე მოგება გვერდზე გადაედო და ახალ ბიზნესში ჩაედო ივესტიცია.

Meituan-ი ახლა იგივე ფილოსოფიას ითვისებს და ამბობს, რომ მარტში ის მომავალი კვარტლებისთვის წითელ ზონაში დარჩება, რადგან ის ონლაინ სასურსათო მაღაზიების ბიზნესში შესვლას გეგმავს. კერძოდ, კომპანია აგრესიულად გაფართოვდება "ქომიუნითი ელ- კომერციის" მიმართულებით, რაც სამეზობლოს მყიდველებისთვის ახალ პროდუქციაზე დიდი ფასდაკლებით სარგებლობას გულისხმობს. სავარაუდოდ, წელს ეს ბაზარი თითქმის 121 მილიარდ იუანს (19 მილიარდ დოლარს) მიაღწევს, რაც სხვა ტექნიკური გიგანტებისგანაც დიდ ინვესტიციებს მოიზიდავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კოკო ლუ და შინ ჩენი