LIVE

ევროკავშირი AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

22 აპრ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
ევროკავშირი AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
Alex Kraus/Bloomberg

ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ევროკავშირის აღმასრულებელი ჯგუფი კვირის ბოლოს AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს. ბლოკი ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტული კომპანიას კორონავირუსის ვაქცინის იმ დოზებს ედავება, რომელიც ევროპის ქვეყნებს წლის პირველ კვარტალში უნდა მიეღოთ.

სამართლებრივ დავას, რომელსაც დასაწყებად ევროკავშირის ყველა წევრის დასტური სჭირდება, ელჩები კვირების განმავლობაში განიხილავდნენ. როგორც ცნობილია, პროცესში რამდენიმე ქვეყნის მთავრობა სრულად ჩართული არ არის. ევროკომისია ქვეყნებს მოუწოდებს, სამართლებრივ პროცესს შეუერთდნენ. 

პროცედურას ხუთიდან შვიდ კვირამდე დასჭირდება. 

პირველ კვარტალში ფარმაცევტულმა კომპანიამ ევროკავშირს ხელშეკრულებით ნაკისრი 120 მილიონი დოზის ნაცვლად, 30 მილიონი დოზა გადასცა. 

ევროკავშირს წლის ბოლომდე 600 მილიონ დოზა ვაქცინას Pfizer/BioNTech-ი მიაწვდის. 

მოსალოდნელია, ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს ევროპული მარეგულირებელის მიერ გერმანული ფარმაცევტული კომპანიის CureVac-ის ვაქცინის დამტკიცება. გეგმის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოებული 300 მილიონი დოზა წელს ევროპის კონტინენტზე დარჩება.

ბლოკში ვაქცინაციის ტემპი ჩამორჩება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის გეგმა უცვლელია. ბლოკს სურს, რომ ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 70%-ის აცრა მოასწროს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკოს კრიზოლორასი და ალბერტო ნარდელი