LIVE

გერმანული CureVac ვაქცინა შესაძლოა მაისში დამტკიცდეს

10 აპრ 202117:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
გერმანული CureVac ვაქცინა შესაძლოა მაისში დამტკიცდეს
Thomas Kienzle/AFP via Getty Images

გერმანული CureVac NV-ს ვაქცინა ევროკავშირმა გამოყენებისთვის, შესაძლოა, მაისში დაამტკიცოს. ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლები ავრცელებენ.

„ჩვენ უკვე ძალიან დავწინაურდით კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში და ველოდებით მონაცემებს საბოლოო განაცხადის პაკეტისთვის. იმედი გვაქვს, რომ დამტკიცება მაისში ან ივნისში მოხდება,“ - განუცხადა CureVac- ის სპიკერმა, ტორსტენ შულერმა Augsburger Allgemeine-ს.

CureVac-ის მხარდამჭერებს მიეკუთვნება მილიარდერი ელონ მასკი. ვაქცინების მწარმოებელი კომპანია თანამშრომლობს Tesla-სთან ვაქცინის პრინტერთან დაკავშირებით, რომელსაც ნოემბერში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა “მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი“ უწოდა.

CureVac ორდიზიანი ვაქცინაა, რომელიც მესინჯერის RNA ტექნოლოგიას ემყარება. მისი შენახვა შესაძლებელია მაცივრის ტემპერატურაზე სამ თვემდე ვადით, განსხვავებით სხვა ნებისმიერი mRNA ვაქცინისგან. გასულ თვეში, კომპანიამ გააფართოვა კლინიკური კვლევა და მოიცვა ვირუსის ახალი ვარიანტების საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის ანალიზი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესჯი