LIVE

ლარი-დოლარის გაცვლითმა კურსმა 3.45-ს გადააბიჯა

21 აპრ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1272
ლარი-დოლარის გაცვლითმა კურსმა 3.45-ს გადააბიჯა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.22 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1442 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1585 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.43 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.