LIVE

Clubhouse-თან და Twitter-თან კონკურენციისთვის Facebook-ი აუდიო მიმართულებას აძლიერებს

21 აპრ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 642
Clubhouse-თან და Twitter-თან კონკურენციისთვის Facebook-ი აუდიო მიმართულებას აძლიერებს
FACEBOOK

Facebook-ი აუდიო პროდუქტების განვითარებას იწყებს და ამით ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Twitter-ი და Clubhouse-ი.

ამ მიზნით, Facebook-ი ქმნის ახალ აუდიო პროდუქტებს, მათ შორის ვირტუალურ ოთახებს საუბრისთვის. ასევე ამატებს ახალ ფუნქციას, soundbites, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ისევე დადონ აუდიო ფრაგმენტები, როგორც ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებენ.

Clubhouse-გან განსხვავებით, Facebook-ი მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, შეინახონ საკუთარი დისკუსიები და სხვებს მათი პოდკასტის სახით ჩამოტვირთვის საშუალება მისცენ.

Facebook ასევე ამატებს პოდკასტინგის ფუნქციას, ასე რომ მომხმარებლებს შეეძლებათ ჩამოტვირთონ და მოუსმინონ პოდკასტებს პირდაპირ მთავარი აპლიკაციიდან, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, კონკურენცია გაუწიოს არსებულ მოთამაშეებს, როგორიცაა Apple.

სოციალური ქსელი კონტენტის შემქმნელებს საშუალებას მისცემს, აუდიო ოთახებში განათავსონ ინფორმაცია, რაც ფულის გამომუშავებაში დაეხმარებათ.

ამ პროდუქტების ჩაშვებამდე რამდენიმე კვირა ან თვეა დარჩენილი და Facebook-ი იმედოვნებს, რომ ზაფხულში მომხმარებლების აუდიო ოთახების გამოქვეყნებას შეძლებენ.

პანდემიის გამო, როცა ადამიანები სახლში დიდ დროს ატარებენ, აუდიო ფორმატებმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამის დამსახურებაა Clubhouse-ის პოპულარობა, რომელმაც $4 მილიარდის მოგება მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი