LIVE

აცრასთან შედარებით, COVID19-ით ინფიცირება თრომბის მეტ რისკს ქმნის

16 აპრ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
აცრასთან შედარებით, COVID19-ით ინფიცირება თრომბის მეტ რისკს ქმნის

თრომბის განვითარების რისკი უფრო მაღალია კოვიდ ინფიცირებულებში, ვიდრე ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილებში - ამ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის ავტორები მივიდნენ.  

შედარებისთვის, თუ მილიონ ინფიცირებულზე თრომბის განვითარების რისკი 39 ადამიანთან დგას, mRNA-ს ვაქცინებით (როგორებიცაა Pfizer/BioNTech-ი და Moderna) აცრილებში ეს მაჩვენებელი ოთხამდე, ხოლო AstraZeneca-ს შემთხვევაში, ხუთამდე მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამი ვაქცინით აცრილების ანალიზი სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ემყარება, რის გამოც მაჩვენებლების შედარება რთულია, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ კოვიდინფიცირებულებში თრომბის განვითარების საშიშროება დაახლოებით 8-10-ჯერ აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ რისკს.

ვაქცინასა და თრომბის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესაძლო კავშირის გამო, ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდა, ხოლო აშშ-მა Johnson & Johnson-ის გამოყენება დროებით შეაჩერა. დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამლის მარეგულირებელი ორგანოები, ასევე “მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია” AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარის თქმას გაუმართლებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ მისი სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ჯილესპი