LIVE

აშშ-მა J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა

13 აპრ 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 631
აშშ-მა J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Covid-19-ის ვაქცინის, Johnson & Johnson-ის გამოყენების დროებითი შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. 

გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის უწყებამ "უკიდურესი სიფრთხილის" გამო მიიღო, ეფუძნება 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალებში თრომბოზის ექვს შემთხვევას. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. მათ სიმპტომები აცრიდან 13 დღეში გამოუვლინდათ. 

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, 12 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ვაქცინის 6,8 მილიონი დოზა გაკეთდა.

FDA-სა და CDC-ს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, აცრილი პირები თავიანთ სამედიცინო პროვაიდერს უნდა დაუკავშირდნენ თუ გაუჩნდათ ძლიერი თავის ტკივილი, მუცლისა და ფეხის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება ვაქცინაციიდან სამი კვირის განმავლობაში.

რამდენიმე დღის წინ ვაქცინის გადაზიდვები ევროკავშირში დაიწყო. “ევროპის წამლის სააგენტოს” (EMA) ამერიკის გადაწყვეტილება ჯერ არ შეუფასებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის შესაძლო კავშირს ოთხი შემთხვევის საფუძველზე შეისწავლის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ლაურმანი