LIVE

საწვავი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა

15 აპრ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1091

მიმდინარე კვირაში საწვავი 10 თეთრით გაძვირდა. ამ დროისთვის, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 2.96 ლარამდეა.

საწვავის იმპორტიორი კომპანიები მომდევნო კვირაში საწვავზე ფასის დამატებით 5 თეთრიან ზრდას პროგნოზირებენ. შესაბამისად, საწვავის ფასი სამ ლარიან ნიშნულსაც გასცდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაზრდილი ფასი და ლარის კურსის გაუფასურება განაპირობებს.  

„აპრილში საწვავის ფასი საშუალოდ გაიზარდა 8-10 თეთრით. იქიდან გამომდინარე, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია და ეს ტენდენცია გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საწვავის ფასი საცალო ქსელში  სტაბილური იყოს“,-აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 2.65 ლარია, ხოლო სუპერის ტიპის საწვავის - 2.96 ლარი.