LIVE

ისრაელი მომავალი თვიდან აცრილი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის

13 აპრ 202119:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1265
ისრაელი მომავალი თვიდან აცრილი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის
Kobi Wolf/Bloomberg

პანდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 23 მაისიდან ქვეყანაში მხოლოდ აცრილი, ჯგუფთან ერთად მოგზაური ტურისტები დაიშვებიან, რადგან ჯგუფების მონიტორინგი უფრო ადვილია. ინდივიდუალური მოგზაურობის შესაძლებლობას ქვეყანა მოგვიანებით განიხილავს. 

მოგზაურებს ფრენამდე PCR-ის ტესტის გაკეთება მოეთხოვებათ. მათ ისრაელში ჩასვლისთანავე დამატებით შეამოწმებენ.

ისრაელში მოსახლეობის 54%-ზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი, რითაც ქვეყანა მსოფლიოში ვაქცინაციის მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის პარალელურად, ქვეყანა რეგულაციებს ეტაპობრივად აუქმებს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა ოდენჰეიმერი