
ევროკავშირის წამლის მარეგულირებლმა J&J ვაქცინასა და თრომბოემბოლიის განვითარებას შორის კავშირის შესწავლა დაიწყო.
ევროპულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ J&J-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ინექციით ვაქცინაციის შემდეგ, დაფიქსირდა თრომბის განვითარების ოთხი სერიოზული შემთხვევა, რომელთაგან ერთი ფატალურად დასრულდა. ეს მოხდა კლინიკური გამოკვლევის დროს. მაშინ J&J-მა განაცხადა, რომ ვაქცინასთან კავშირი არ დადგენილა. სამი შემთხვევა კი შეერთებულ შტატებში, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირდა.
J&J ვაქცინაში გამოიყენება AstraZeneca-ს ვაქცინის მსგავსი ტექნოლოგია, რომელსაც ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლები უკიდურესად იშვიათი თრომბის განვითარებას უკავშირებენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესჯი