LIVE

RAF-Avia საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

13 აპრ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
RAF-Avia საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე შემოსვლას ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia გეგმავს. ამ მიზნით ავიაგდამზიდავმა ქართულ Aero Georgia Group-თან გააფორმა შეთანხმება, რომელიც RAF-Avia-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

“ავიაკომპანიას აქვს როგორც სამგზავრო, ისე კარგო მიმართულება, თუმცა ბოლო წლებში, უფრო საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზეა ორიენტირებული. მის ბორტებს (Saab 340, ATR 72 და AN26) საშუალოდ 8 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლიათ, რაც მცირე რაოდენობაა, მაგრამ ეს არის ის, რაც საქართველოს ბაზარს ამ ეტაპზე სჭირდება“,- აცხადებს Aero Georgia Group- ის დამფუძნებელი, იგორ აფციაური და აღნიშნავს, რომ რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად, საჰაერო გზით ტვირთების ტრანსპორტირების მაჩვენებელი იზრდება.

მისი განმარტებით, RAF-Avia-ს საფასო პოლიტიკა მოქნილი და კონკურენტუნარიანი იქნება, რადგან დაეყრდნობა წინასწარ ჩატარებულ ბაზრის შესწავლის შედეგებს. Aero Georgia Group-ი იმედოვნებს, რომ საკმარისი დაკვეთების შემთხვევაში, ავიაკომპანიამ შესაძლოა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის განთავსებაც გადაწყვიტოს.

RAF-Avia ამჟამად რიგის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და ემსახურება TNT, DHL და სხვა მსხვილი კომპანიების ტვირთებს. ასევე ასრულებს ჩარტერულ სამგზავრო გადაყვანებს.