LIVE

რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გაფრთხილებას აიგნორებს

13 აპრ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გაფრთხილებას აიგნორებს
AFP/Getty Images

რუსეთი აიგნორებს აშშ-ის გაფრთხილებებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა, ევროპელ პარტნიორებთან დაძაბულობის ესკალაციის განსახილველად.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მხრიდან სამხედრო მობილიზაციის ფონზე, რეგიონში კონფლიქტის ალბათობა ძალიან გაზრდილია. ჯერჯერობით პუტინის განზრახვები უცნობია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ დაბალი ინტენსივობის შეტაკებაც ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. უკრაინის აღმოსავლეთით, სეპარატისტული რეგიონების სტატუსისთვის წარმართულმა ომმა 13,000 სიცოცხლე შეიწირა.

კრემლი უკრაინას ადანაშაულებს სამხედრო გზით დონბასზე კონტროლის აღდგენის დაგეგმვაში და შავ ზღვაში უკრაინის მხარდასაჭერად ამერიკის სამხედრო გემების განლაგებას „ექსტრემალურად პროვოკაციულს“ უწოდებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით: „ნებისმიერი მუქარა მხოლოდ აძლიერებს რუსეთის რწმენას, რომ ისინი სწორ პოლიტიკას ატარებენ. რუსეთი იცავს და დაიცავს საკუთარი მოქალაქეებისა და რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესებს“.

დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული დიპლომატია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენდრიუ ლენგლი და ჰენრი მაიერი