LIVE

ამერიკა რუსეთს უკრაინაში ”დაუფიქრებელი მოქმედების” შედეგების შესახებ აფრთხილებს

11 აპრ 202119:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 9378
ამერიკა რუსეთს უკრაინაში ”დაუფიქრებელი მოქმედების” შედეგების შესახებ აფრთხილებს
Martin Bertrand/hanslucas.com/Bloomberg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინაში "დაუფიქრებლად ან აგრესიულად მოქმედების შემთხვევაში" მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა.   

”ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა. თუ რუსეთი დაუფიქრებლად, ან აგრესიულად მოიქცევა, ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს, ამას თავისი შედეგები მოჰყვება,” - უთხრა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მედიას. 

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ”ომისკენ სვლას არავინ აპირებს”, მაგრამ დასძინა, რომ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები რუსების მიმართ ”გულგრილი არ დარჩება."

უკრაინის პრეიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, მსოფლიოს ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენების განმეორება.

კონფლიქტს დღეს არაერთი ქვეყნის ლიდერი გამოეხმაურა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ლონდონი და ვაშინგტონი "მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის მიმართულებით განხორციელებულ კამპანიას" და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მისი თქმით, თურქეთს სურს, რომ რუსეთმა და უკრაინამ მათ შორის არსებული უთანხმოებები, რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანი გზებით მოაგვარონ. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. უკრაინული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტომ შონბერგი და ტონი ჩუცკა