LIVE

IMF: საქართველოს მთავრობის ვალი 2021 წელს მშპ-ს 64%-ს მიაღწევს

11 აპრ 202113:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1545
IMF: საქართველოს მთავრობის ვალი 2021 წელს მშპ-ს 64%-ს მიაღწევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 63.9% იქნება. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებულ ანგარიშში წერია.

სავალუტო ფონდის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში 60.6% იყო, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 61% იქნება. ეს იმ ფონზე, როცა 2019 წელს ვალის შეფარდება ეკონომიკასთან 40.4% იყო.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის ვალი მიმდინარე წლისთვის შედარებით დაბალ ნიშნულზეა გათვალისწინებული. მთავრობის გათვლებით, ეს მაჩვენებელი კანონით დადგენილ 60-%-ს მხოლოდ მცირედით გადააჭარბებს და მშპ-ს 60.1% იქნება.

ამათან, სავალუტო ფონდის ახალ ანგარიშში განმარტებულია, თუ რატომ გაუარესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. კერძოდ, როგორც ფონდი აღნიშნავს, მიმდინარე წლისთვის პროგნოზის 3.5%-მდე შემცირება პანდემიის მეორე ტალღის გავლენას და ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონის იმ ქვეყნებს შორის იქნება, სადაც ტურიზმის სექტორი 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლისთვის აღდგება.