LIVE

მდიდრებისთვის აზიაში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე სხვაგან

11 აპრ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
მდიდრებისთვის აზიაში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე სხვაგან
Hang Lung Group

Julius Baer Group-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ყველაზე ძვირად საცხოვრებელი ადგილია დედამიწაზე. ამის მიზეზი, ნაწილობრივ ის ფაქტია, რომ რეგიონმა სწრაფად შეძლო კორონავირუსის პანდემიით მიღებული ეკონომიკური ზიანიდან გამოსვლა.

საპირისპირო ტენდენციაა ამერიკის კონტინენტზე, სადაც აშშ და კანადური დოლარი სუსტდება, ხოლო ლათინური ამერიკის ვალუტის გაუფასურებამ, ცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი პირობები შექმნა.

აზიური ქალაქები უფრო ძვირი გახდა იმის გამო, რომ "კოვიდი აქ ისეთივე პანდემიად არ იქცა, როგორც სხვა ქალაქებში და ამიტომ მათ უფრო ნორმალურ რეჟიმში გააგრძელეს ფუნქციონირება, ვიდრე სხვებმა," განმარტავს რაჯეშ მანვანი, Julius Baer-ის ბაზრების და სიმდიდრის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ყველაზე ძვირიანი ქალაქების ათეული ელიტარული ცხოვრებისთვის ასე გამოიყურება:

  1. შანხაი
  2. ტოკიო
  3. ჰონგ-კონგი
  4. მონაკო
  5. ტაიპეი
  6. ციურიხი
  7. პარიზი
  8. ლონდონი
  9. სინგაპური
  10. ნიუ-იორკი

მართალია, Covid-19 პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა და უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა, თუმცა მდიდრები კიდევ უფრო მეტად გაამდიდრა. განსაკუთრებული სარგებელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ნახეს. ლოქდაუნების ფონზე, მომხმარებელი სწრაფად გადაერთო ონლაინ სერვისებზე, მათ შორის სწავლის, ვაჭრობის და სოციალიზაციის მიზნით. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახა ტექნოლოგიურ ფასიან ქაღალდებზე. 2020 წელს მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 1,8 ტრილიონი დოლარი შეჰმატა საკუთარ ქონებას.

Julius Baer-ის გლობალური სიმდიდრის და ცხოვრების სტილის ანგარიში აანალიზებს ფასების ცვლილებას 20 ფუფუნების საგანზე 25 ქალაქში რეგიონების მიხედვით.  

ტურიზმის ბიზნესის ჩამოშლამ, საშუალოდ 9,3%-ით შეამცირა ფასები სასტუმროს ნომრებზე, თუმცა ბიზნეს-კლასის ფრენები 11%-ით გაძვირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ზრდაა გაანალიზებულ კატეგორიებს შორის. ყველაზე მეტად ფასები ქალის ძვირადღირებულ ფეხსაცმელზე დაეცა, კლება 12%-ია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იუჯუნგ ლი და დენის ვი