LIVE

ჩინური მწარმოებელი UTime-ი საფონდო ბირჟის ახალი ვარსკვლავია

10 აპრ 202117:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
ჩინური მწარმოებელი UTime-ი საფონდო ბირჟის ახალი ვარსკვლავია
Bloomberg

ყოველ კვარტალში, აშშ-ს კაპიტალის ბაზრებზე, მინიმუმ ერთი მცირე კომპანია აჭარბებს ტრეიდერების მოლოდინებს და საფონდო ბაზრის ბუმს იწვევს. ამჯერად ვარსკვლავობის პრეტენდენტი ჩინური კომპანია UTime-ია.

მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების ჩინურმა მწარმოებელმა აქციების საჯარო შეთავაზება ნიუ-იორკში, სამშაბათს 4 დოლარად დაიწყო. ოთხშაბათისთვის კომპანიის აქციის ფაასმა $107,33 შეადგინა, რაც შეთავაზებული ფასიდან თითქმის 2,600% -იანი ზრდაა. კომპანიას, რომლის სადებიუტო საბაზრო ღირებულება დაახლოებით $33 მილიონს შეადგენდა, ახლა დაახლოებით $430 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციაა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს აქციების ფასმა დაღმასვლა დაიწყო.

UTime-ის სადებიტო სესიაში 875% -იანმა ზრდამ, რასაც ტრეიდერები პირველი დღის "პოპს" უწოდებენ, კომპანიას აშშ-ში საუკეთესო დებიუტანტის ტიტული მიანიჭა მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სერვისის პროვაიდერმა Freeserve-მა ვაჭრობის პირველ დღეს 1,261% -იანი  ზრდა აჩვენა 1999 წელს, dot-com ბუმის პერიოდში.

UTime-ის ზრდა ნამდვილად ყველა მოლოდინს აჭარბებს, მაგრამ ის არ არის IPO-ს ერთადერთი ვარსკვლავი ბოლო წლების განმავლობაში.

Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, ბოლო ათწლეულში აშშ საფონდო ბაზარმა 22 აქციების განთავსება იხილა, სადაც დებიუტანტებმა 800%-იანი ზრდა აჩვენეს. 

როგორც მოსალოდნელი იყო, UTime -ის აქციების ფასმა კლება უკვე დაიწყო. ნიუ-იორკში, კომპანიის აქციები $52,89-ად ივაჭრება, რაც 36%-იან დღიურ შემცირებას ნიშნავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები:ვივიან როდრიგეზი და კრისტინ ოვრამი