LIVE

ბრიტანეთის ორი უმსხვილესი რითეილ ჯგუფი გაკოტრდა

02 დეკ 202015:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
ბრიტანეთის ორი უმსხვილესი რითეილ ჯგუფი გაკოტრდა

ლოქდაუნმა ბრიტანეთში მაღაზიების ორი უმსხვილესი ქსელი გააკოტრა.

მაღაზიებს კეტავს Debenhams-ი, რომელმაც მისი ბიზნესის შესყიდვის მსურველი ვერ იპოვა, ხოლო Topshop-ის, Topman-ის, Miss Selfridge-ს, Dorothy Perkins-ის და Wallis-ის ბრენდების მფლობელმა Arcadia Group-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო.

სერ ფილიპ გრინის იმპერია ეცემა, 68 წლის მილიარდერი High Street-ის მეფის სტატუსს კარგავს - ასე შეაფასა Bloomberg-მა Arcadia Group-ის გაკოტრება, რომელიც ბოლო ოცი წლის განმვლობაში ასობით მაღაზიას ფლობდა ლონდონის და სხვა დიდი ქალაქების სავაჭრო ქუჩებზე, თუ მოლებში. კომპანიამ გაკოტრების საქმის წარმოება უკვე დაიწყო - მიზეზი პანდემიაა, რომელიც ონლაინ კომერციის მხრიდან გაზრდილ კონკურენციას დაერთო. შედეგად, მხოლოდ ბრიტანეთში კომპანიის 500-მდე მაღაზია დაიხურება, სამსახურს დაკარგავს 13 ათასი ადამიანი. 

საერთო ჯამში, ორი უმსხვილესი რითეილ ჯგუფის კოლაფსის შედეგად 24 საათში 25 ათასი ადამიანის სამუშაო ადგილს შეექმნა საფრთხე. არსებული პროგნოზით, რითეილ ინდუსტრიას ბრიტანეთში წელს ჯამურად 235,000 სამუშაო ადგილი მოაკლდება.