LIVE

ევროკავშირში მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავება ივნისის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი

06 აპრ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 504
ევროკავშირში მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავება ივნისის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი
Alex Kraus/Bloomberg

ივნისის შუა რიცხვებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას, მოსახლეობის დიდი ნაწილის იმუნიზაციისთვის საკმარისი Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ექნებათ. შესაბამისად, ევროკავშირი ვაქცინაციის გეგმას მოსალოდნელზე ადრე ასრულებს.

პროგნოზის თანახმად, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები შეძლებენ მოსახლეობის 55-%-ზე მეტის ვაქცინაციას. ევროკავშირი გეგმავს საკუთარი ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის იმუნიზაციას ზაფხულის ბოლოსთვის.

ევროკომისიის პროგნოზი დამაიმედებელი სიგნალია, ბლოკის მიერ ვაქცინაციის კამპანიის არაეფექტური დასაწყისის ფონზე. ევროკავშირში ვაქცინების მიწოდება 2021 წლის პირველი კვარტალის 100 მილიონი დოზიდან, მეორე კვარტალში 360 მილიონ დოზამდე უნდა გაიზარდოს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სხვადასხვა დროს მიაღწევენ მასობრივ იმუნიტეტს. ზოგადი სურათი დამაიმედებელია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პროცესი ნელა ვითარდება. მათ შორის: ხორვატიაში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში და ავსტრიაში. სხვა ქვეყნები (მალტა, დანია) გაცილებით ადრე გადალახავენ იმუნიზაციის ზღვარს.

ვაქცინირებული მოსახლეობის სავარაუდო პროცენტული რაოდენობა ივნისის ბოლოსთვის, ვაქცინის დადასტურებული შეკვეთების საფუძველზე:

ევროკავშირი, პრიორიტეტულად შეისყიდის სხვა, ხელმისაწვდომ პრეპარატებთან შედარებით იაფ Astrazeneca-ს. ამ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში გადავადდება ეკონომიკების გახსნა.

ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ბლოკს კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად საკმარისი ვაქცინა 14 ივლისისთვის ექნება. ეს სიმბოლური თარიღი, საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს ემთხვევა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკოს ქრისოლორასი