LIVE

2021 წლის სამ თვეში გლობალური ეკონომიკა დაახლოებით, 1.3%-ით გაიზარდა

02 აპრ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
2021 წლის სამ თვეში გლობალური ეკონომიკა დაახლოებით, 1.3%-ით გაიზარდა

მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ამჟამინდელი პროგნოზები მიუთითებს, რომ გლობალური ეკონომიკის დიდ ნაწილში წარმოება, სავარაუდოდ, კრიზისის წინა პიკს გადააჭარბებს.

Bloomberg Economics-ის ამჟამინდელი პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკა 2021 წლის პირველ სამ თვეში 1.3%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მეოთხე კვარტლის 1.7%-იან მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.

თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები ეკონომიკურ კრიზისს ერთნაირად უმკლავდებიან. ჩრდილოეთ ამერიკა და ჩინეთი ეკონომიკის გაჯანსაღებით ლიდერობენ. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში კი, პირველ კვარტალში მშპ შემცირდება.

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა. იანვარ-თებერვალში კი საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბიორნ ვან როი და ტომ ორლიკი