LIVE

Huawei-ის გაყიდვებმა აშშ-ს სანქციების შემდეგ პირველად იკლო

03 აპრ 202113:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1274
Huawei-ის გაყიდვებმა აშშ-ს სანქციების შემდეგ პირველად იკლო
Qilai Shen/Bloomberg

Huawei კვარტალური შემოსავალი რეკორდულად შემცირდა, მას შემდეგ რაც კომპანიის შემოსავლებზე აშშ-ს სანქციების დამანგრეველი გავლენა აისახა.

ჩინეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია იძულებულია სმარტფონების  ბიზნესიდან სხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებში გადაინაცვლოს და იქ სცადოს თავის დამკვიდრება.

Huawei-ის უიმედო კვარტალური შედეგები ხაზს უსვამს ვაშინგტონის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმეს. არადა ჩინური მწარმოებელი სულ რაღაც ორი წლის წინ გლობალური სმარტფონების ბაზარზე, Apple– ს და Samsung– ს უწევდა კონკურენციას.

2020 წლის ბოლო კვარტალში Huawei-ის შემოსავალი 11%-ით შემცირდა და 220.1 მილიარდი იუანი შეადგინა ($33.5 მილიარდი). Bloomberg– ის გათვლებით, ეს შემცირება სექტემბრის კვარტალში 3.7%–იან, ხოლო მეორე კვარტალში 23%–იან ზრდას მოსდევს.

კომპანიის მთლიანი წლის გაყიდვები და მოგება, პროგნოზის შესაბამისად, 3,8% და 3,2%-ით გაიზარდა. Huawei პირველი ნახევარის შედეგებს 5G სადგურების შეკვეთების რეკორდულ რაოდენობას და სმარტფონების ძლიერ გაყიდვებს უკავშირებს.

კომპანია ტრამპის ადმინისტრაციული სანქციების შემდეგ, ყველაზე რთული წლიდან თავის დაღწევას ჩიპების წარმოებითა და მეხუთე თაობის ქსელზე კონცენტრირებით ცდილობს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შემსუბუქების ნიშნები უკვე აჩვენა, რამაც კომპანიის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი Huawei-ს ზრდის სფეროებზე დააფიქრა, მათ შორის მოიაზრება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და ელექტრომობილების ჭკვიანი ტექნოლოგიები.

Huawei ტექ. გიგანტების მაგიდასთან საკუთარი ადგილის დაბრუნებას ინტერნეტთან დაკავშირებული მანქანების, სახლების და სამუშაო სივრცეების მზარდ სფეროში აქტიური კონკურენციით ეცდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია