
ირანი აცხადებს, რომ წელს, შესაძლოა, სანქციების გამო, ერთადერთი ატომური ელექტროსადგური გაჩერდეს, რადგან ქვეყანას მისი ფუნქციონირებისთვის ბრძოლა უწევს.
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელის, მაჰმუდ ჯაფარის განცხადებით, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა „შეჩერებულია“, რადგან აშშ-ს საბანკო შეზღუდვები ართულებს ფულის გადარიცხვას საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით.
„ვალუტის ფლუქტუაცია და საბანკო სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთება ართულებს რეაქტორის ექსპლუატაციისა და ტექნიკური ხარჯების დაფარვას, ასევე რუსი კონტრაქტორებისთვის თანხების გადახდას," ამბობს ჯაფარი.
ბუშერის სადგური, რომელიც რუსეთმა შექმნა და 2011 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ატომური ელექტროსადგურია ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლითაც არსებული სადგურის ტერიტორიაზე კიდევ ორი 1-გიგავატიანი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას გეგმავს. ირანი ამბობს, რომ შეთანხმების ღირებულება $10 მილიარდია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არსლან შაჰლა