LIVE

საქართველოში წარმოებული მინერალური და მტკნარი წყალი გაძვირდა

29 მარ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 4065

ადგილობრივ ბაზარზე მინერალური და მტკნარი წყლის გაყიდვები 30%-ით შემცირდა. უმთავრესი მიზეზი პანდემიის გამო ტურიზმის სექტორის გაჩერებაა.

ამასთან, გაზრდილი კომუნალური გადასახადებისა და გაუფასურებული ლარის ფონზე, საწარმოები იძულებული გახდნენ, პროდუქცია დაახლოებით 20%-ის ფარგლებში გაეძვირებინათ. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ საგრძნობლად გაუძვირდათ იმპორტირებული ნედლეულის ფასები და მათი ტრანსპორტირების ხარჯები, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასზეც აისახა.

„წელს ფასის საშუალოდ 18%-იანი ზრდა გვაქვს, ოპტიმიზაციის ტრადიციული გზები უკვე აღარ მუშაობს. ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, მოქმედებს თვითღირებულებაზე, მკვეთრად აისახება მოგებაზე“, - აცხადებს „აქვა გეოს“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გოზალიშვილი.

კომპანიის წარმომადგენლებს ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და თავის გადარჩენას საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებით ცდილობენ. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს გაყიდვების მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლის იდენტური იქნება, ხოლო საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით, 20-25%-იან ზრდას ვარაუდობენ.