LIVE

Ranult-მა ელექტრომობილების შვილობილი კომპანიის IPO-ზე გასვლა გადაიფიქრა

31 იან 202410:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 212
Ranult-მა ელექტრომობილების შვილობილი კომპანიის IPO-ზე გასვლა გადაიფიქრა

Ranult-მა ელექტრომობილების მწარმოებელი შვილობილი კომპანიის, Ampere-ის პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) გასვლის გეგმები გააუქმა. სიახლის გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციები 4,5%-ით გაიზარდა.

ავტომწარმოებელმა აზრი საფონდო ბირჟის შენელებული პირობების გამო შეიცვალა. კომპანია აცხადებს, რომ Ampere-ის მხარდასაჭერად საკმარისი კაპიტალი აქვს და მის დაფინანსებას 2025 წლამდე განაგრძობს.

ანალიტიკოსები კომპანიის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებენ, რადგან ინვესტორებისთვის ერთგვარ დაძაბულ და გაურკვეველ გარემოს ამსუბუქებს.

Ampere-მა გასული წლის 8 ნოემბერს, Renault-ის ოპერაციებისგან დამოუკიდებლად, ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. კომპანია IPO-ზე გასვლით მიზნად ისახავდა ამბიციური გეგმების განხორციელების დაჩქარებას, მათ შორის, პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდას.

Ampere-ის IPO-ზე გასვლას აქტიურად უჭერდა მხარს საფრანგეთის სახელმწიფო, რომელიც კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელი და მნიშვნელოვანი აქციონერი.