LIVE

EU წევრ ქვეყნებს უნგრეთისთვის დაფინანსებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს - Financial Times

29 იან 202414:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 276
EU წევრ ქვეყნებს უნგრეთისთვის დაფინანსებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს - Financial Times

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს უნგრეთისთვის დაფინანსებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუ ქვეყანა უკრაინის $55-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პროგრამას ვეტოს არ მოხსნის.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალური პირების მიერაა შედგენილი, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის „არაკონსტრუქციულ ქცევას“ აკრიტიკებს. გარდა ამისა, დოკუმენტი წევრი სახელმწიფოებისთვის გარკვეულ ჩარჩოს ადგენს  თუ როგორ უნდა შეუჩერონ უნგრეთს ევროკავშირის დაფინანსებები „ბაზრების რყევის, უნგრული ფორინტის გაუფასურებისა და სესხები გაძვირების“ მიზნით.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ბრიუსელი შეეცდება შეარყიოს ინვესტორების ნდობა უნგრეთის შესაძლებლობებზე, რომ შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს განვითარებას.

უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ Financial Times-ს განუცხადა, რომ ამ დოკუმენტის არსებობა ბუდაპეშტისთვის უცნობია, თუმცა სახელმწიფო „არ დაემორჩილება ზეწოლას“.

Financial Times-ი წერს იმასაც, რომ ევროსაბჭო პირველ თებერვალს სპეციალური სამიტის ჩასატარებლად ემზადება, სადაც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის 4-წლიანი პაკეტის განხილვა კიდევ ერთხელ მოხდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა იანვარში განაცხადა, რომ ევროკავშირი პაკეტს 26 სახელმწიფოს თანხმობით, უნგრეთის უარის ფონზეც მიიღებს.