LIVE

სარფში 142 418 ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანა აღიკვეთა

29 იან 202414:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 240
სარფში 142 418 ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანა აღიკვეთა

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ 142 418.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში:1403.28 გრამი) იპოვეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.