LIVE

კრუიზების ლობისტური ჯგუფი ივლისიდან მოგზაურობის აღდგენას ითხოვს

25 მარ 202115:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1068
კრუიზების ლობისტური ჯგუფი ივლისიდან მოგზაურობის აღდგენას ითხოვს
Horacio Villalobos/Corbis News

კრუიზების ლობისტურმა ჯგუფმა, Cruise Lines International Association-მა  აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს მიმართა, რათა ივლისიდან საშუალება მიეცეთ ეტაპობრივად აღადგინონ მოგზაურობები აშშ-ის პორტებიდან.

ეს ინიციატივა თანხმობაშია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პროგნოზთან, რომ დამოუკიდებლობის დღისთვის (4 ივლისი) შესაძლებელი იქნება აშშ „ნორმალურ ცხოვრებას“ დაუბრუნდეს.

ამ სიახლის ფონზე, საკრუიზო კომპანიების აქციების ფასმა მოიმატა. კერძოდ,  Carnival Corp-ის აქციების ფასმა მოიმატა 8.1%-ით და $27.37 მიაღწია, Royal Caribbean Cruises-ის შემთხვევაში ზრდა მოხდა 6.2%-ით, $89.10-მდე, ხოლო Norwegian Cruise Line Holdings-ის აქციების ფასი 6.9%-ით $28.44-მდე გაიზარდა.

ამასთან, კრუიზების საერთაშორისო ასოციაციამ მარეგულირებელს მოუწოდა, 2020 წლის მარტში დაწესებული შეზღუდვის მოხსნისკენ. რეგულაციის თანახმად, საკრუიზო კომპანიებმა მრავალსაფეხურიანი პროცესი უნდა გაიარონ, რათა აშშ-ის წყლებში დაბრუნების უფლება მოიპოვონ. ჯერჯერობით თანხმობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ლევინი