LIVE

ისრაელის თქმით, ღაზას დასახმარებლად ჩარიცხულ მილიონობით დონაციას ჰამასი იღებს

25 იან 202410:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 287
ისრაელის თქმით, ღაზას დასახმარებლად ჩარიცხულ მილიონობით დონაციას ჰამასი იღებს

ისრაელის ოფიციალური პირების შეფასებით, ჰამასი ყოველთვიურად ონლაინ შემოწირულებებიდან $8-დან $12 მილიონამდე იღებსამ თანხის უდიდესი ნაწილი იმ ორგანიზაციების მეშვეობით გროვდება, რომლებიც ფულს, საქველმოქმედო ორგანიზაციების სახელით, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად იღებენ.

ოფიციალური პირები, რომლებსაც Bloomberg-ი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანონიმურად ტოვებს, ამბობენ, რომ ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება იმ მაჩვენებელს, რასაც ჰამასი ისრაელზე თავდასხმამდე, 7 ოქტომბრამდე იღებდა. 

ვაშინგტონი ასევე დარწმუნებულია, რომ ჰამასი მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს ონლაინ შემოწირულებების საიტებიდან და სურს, რომ ამის აღკვეთაში ისრაელს დაეხმაროს. 

წყაროები ასევე ამბობენ, რომ ჰამასის მიერ მიღებული სახსრების კვალისთვის თვალის მიდევნება და აღრიცხვა რთულია, რადგან ორგანიზაციას ფინანსური სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ინსტრუმენტებისთვის თავის არიდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

7 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-მა ჰამასის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები  გაამკაცრა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და სხვებს, მათ შორის თურქეთს, მსგავსი ზომისკენ მიუწოდა. ყველა ეს ქვეყანა უარყოფს, რომ ის ჰამასის დაფინანსების ცენტრს წარმოადგენს და აცხადებს, რომ გააძლიერა ძალისხმევა ფულის გათეთრების შესაჩერებლად.