ჩინურმა სტარტაპ კომპანია Betavolt-მა ბირთვული ბატარეა შექმნა, რომელსაც 50 წლის განმავლობაში დამუხტვა არ სჭირდება.
პეკინში დაფუძნებულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ატომური ენერგიის მცირე ზომის ბატარეაში მოთავსების პირველი წარმატებული შემთხვევაა. 63 ატომური იზოტოპისგან შემდგარი ბატარეა მონეტის ზომისაა.
ტესტირების ეტაპის გავლის შემდეგ, კომპანია ბატარეის მასობრივ წარმოებას კომერციული მიზნებისთვის აპირებს. ბატარეა გათვლილია სმარტფონებსა და დრონებში გამოყენებისთვის.
„Betavolt-ის ატომური ენერგიის ბატარეებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის და სამედიცინო აღჭურვილობა, მიკროპროცესორები, მცირე ზომის დრონებისა და რობოტების გრძელვადიანი ელექტრომომარაგება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
Betavolt-ი ირწმუნება, რომ ატომური ენერგიის ბატარეა სრულად უსაფრთხოა, რამდენადაც არ აქვს გარე გამოსხივება. მეტიც, მისი გამოყენება შესაძლებელია სამედიცინო მოწყობილობებშიც, როგორიცაა კარდიოსტიმულატორები, ხელოვნური გული და სხვა.
კომპანიაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც, რომ ბირთვული ბატარეა ეკოლოგიურად სუფთაა. მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ სპილენძის სტაბილურ იზოტოპებად გადაიქცევა და რადიოაქტიურ თვისებებს კარგავს.
კომერციული დანიშნულების მცირე ბირთვული ბატარეების პროექტი ჩინეთის ეკონომიკის გაძლიერების 5-წლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ევროპის კვლევითი ინსტიტუტები ასევე მუშაობენ მსგავს პროექტზე.