LIVE

OpenAI ინდივიდუალური GPT-ების ონლაინ მაღაზიას შემდეგი კვირიდან გახსნის

07 იან 202413:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
OpenAI ინდივიდუალური GPT-ების ონლაინ მაღაზიას შემდეგი კვირიდან გახსნის

OpenAI ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტის, ChatGPT-ის ინდივიდუალური ვერსიების ონლაინ მაღაზიის გახსნას მომდევნო კვირას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზოგიერთმა მომხმარებელმა კომპანიისგან წერილობითი შეტყობინება მიიღო.  

ხელოვნური ინტელექტის ინდივიდუალური ჩეტბოტის გამოსვლა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმებოდა. თუმცა კომპანიის აღმასრულებლის პოზიციიდან სემ ალტმენის  გათავისუფლებამ  და ისევ უკან დაბრუნებამ, ინოვაციური პროდუქტის გამოშვება შეაფერხა.

GPT ხელოვნური ინტელექტის ინდივიდუალური ასისტენტის პირველადი ვერსიაა, რომელიც მომხმარებლის ისეთ ინდივიდუალურ დავალებებს ასრულებს, როგორიცაა ფრენის დაჯავშნა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება GPT-ის საკუთარი ვერსია სხვებსაც გაუზიაროს, შედეგად კი თანხაც გამოიმუშაოს.