LIVE

დასაქმების სააგენტოში 12 000-მდე ვაკანსია გვაქვს - თამარ ბარკალაია

22 დეკ 202315:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
დასაქმების სააგენტოში 12 000-მდე ვაკანსია გვაქვს - თამარ ბარკალაია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში 12 ათასამდე ვაკანსიაა რეგისტრირებული. მისი თქმით, სამუშაო ადგილებზე დასაქმება როგორც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ღია შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ასოციაციისა და ბიზნეს კომპანიების ჩართულობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, დარეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე - ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს“,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

2022 წელს ამოქმედებულ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2-3 წელში 200 000 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, ამ დროისთვის 33 000 მონაწილე ჰყავს. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ღია შრომის ბაზარზე კი 19 000 სოციალურად დაუცველი დაასაქმა.