LIVE

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი გაიხსნა

20 დეკ 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი გაიხსნა

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონი დღეს გუდაურში გაიხსნა.

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

ამასთან, საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლებს, შეუძლიათ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობა.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ფასები შემდეგნაირია

გუდაური:

  • 1 ასვლა - უფროსი 14 ლარი, ბავშვი 14 ლარი;
  • 3 ასვლა - უფროსი 40 ლარი, ბავშვი 40 ლარი;

კობის გადმოსახედი:

  • უფროსი 45 ლარი, ბავშვი 35ლარი;
  • 1 დღე სეზონზე - უფროსი 70 ლარი, ბავშვი 35 ლარი;
  • სტუდენტური (სეზონური) – 270 ლარი;
  • ღამის სრიალი - უფროსი 30 ლარი, ბავშვი 15 ლარი.

გოდერძი:

  • 1 ასვლა- უფროსი 5 ლარი, ბავშვი 5 ლარი;

  • 1 დღე სეზონზე - უფროსი 30 ლარი, ბავშვი 15 ლარი;
  • 7 დღე სეზონზე - უფროსი 160 ლარი, ბავშვი - 80 ლარი;
  • სტუდენტური (სეზონური) – 100 ლარი.

 

ბაკურიანი:

  • 1 ასვლა - უფროსი 10 ლარი, ბავშვი 10 ლარი;
  • 3 ასვლა - უფროსი 25 ლარი, ბავშვი 25 ლარი;
  • 1 დღე სეზონზე - უფროსი 55 ლარი, ბავშვი 28 ლარი;
  • 7 დღე სეზონზე - უფროსი 296 ლარი, ბავშვი 148 ლარი;
  • სტუდენტური (სეზონური) – 180 ლარი;
  • ოჯახური (2/2-2/3) – 135/160 ლარი;
  • ღამის სრიალი - უფროსი 30 ლარი, ბავშვი 20 ლარი.

მესტია:

  • 1 ასვლა - უფროსი 10 ლარი, ბავშვი 10 ლარი;
  • 1 დღე სეზონზე - უფროსი 50 ლარი, ბავშვი 25 ლარი;
  • 7 დღე სეზონზე - უფროსი 268 ლარი, ბავშვი 134 ლარი;
  • სტუდენტური (სეზონური) – 180 ლარი;
  • ღამის სრიალი - უფროსი 30 ლარი, ბავშვი 15 ლარი;
  • სეზონური - უფროსი 325 ლარი, ბავშვი 163 ლარი.