LIVE

FDA-იმ გენმოდიფიცირებული ღორის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ნებართვა გასცა

16 დეკ 202014:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
FDA-იმ გენმოდიფიცირებული ღორის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ნებართვა გასცა
Bloomberg L.P.

გენმოდიცირებულ ღორს სამედიცინო მიზნებისთვის პირველად გამოიყენებენ. ამის შესახებ ნებართვა ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა. 

გენმოდიფიცირებულ ღორებს არ გააჩნიათ ალფა-გალის შაქრის მოლეკულები, ამიტომ მისი მიღება ნებადართულია ალფა-გალის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის. 

GalSafe ღორების გამოყენება იგეგმება მედიცინაშიც. ის გამოიყენება სისხლის გამათხელებელ მედიკამენტ ჰეპარინში და ორგანოების გადანერგვის დროს, რამდენადაც ალფა-გალის შაქარის არსებობა ზოგჯერ ორგანოებს გადანერგვისთვის გამოუსადეგარს ხდის. 

ბოსტონში მდებარე სამედიცინო კომპანია XenoTherapeutics პირველი დაწესებულებაა, რომელიც, საცდელ რეჟიმში, GalSafe ღორის კანს გამოიყენებს. 

ექსპერიმენტს ჰყავს მოწინაღმდეეგიც. ორგანიზაცია “ადამიანები ცხოველთა ეთიკური მოპყრობისთვის” აცხადებს, რომ ღორებზე ცდები არ უნდა ჩატარდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ჰირცერი