LIVE

ეროვნულმა ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა

08 დეკ 202311:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 275
ეროვნულმა ბანკმა 169 ოქროს ზოდი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" სებ-ში განუცხადეს, ამ დროისთვის უკვე 169 ზოდია გაყიდული. აქედან 168 ცალი - 20 გრამიანი, ხოლო 1 ცალი 1 კილოგრამიანი ზოდია. 

სებ-ში აღნიშნავენ, რომ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. 

ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალისაა. ოქროს სერტიფიკატების შეძენა მომხმარებლებს კომერციულ ბანკებში შეუძლიათ. 20-გრამიანი ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებითაა შესაძლებელი, 1-კილოგრამიანის კი - საკასო ცენტრიდან.

რაც შეეხება გასაყიდ რაოდენობას, ეროვნული ბანკი 400 ცალ 20-გრამიან და 10 ცალ 1-კილოგრამიან ზოდს გაყიდის.

მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.