LIVE

ტრამპი სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმით დაბრუნდება

22 მარ 202112:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 852
ტრამპი სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმით დაბრუნდება

დონალდ ტრამპი რამდენიმე თვეში სოციალურ ქსელში ამჯერად საკუთარი პლატფორმით დაბრუდნება. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის სპიკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯეისონ მილერის თქმით, ტრამპის სოციალური ქსელი „ათობით მილიონ“ ახალ მომხმარებელს მოიზიდავს და „სრულად შეცვლის თამაშის წესებს“. ტრამპის სპიკერის თქმით, მას თანამშრომლობა რამდენიმე კომპანიამ შესთავაზა და ახლა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ანგარიშები კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ყველა დიდმა ქსელმა გააუქმა.