LIVE

აშშ-ში კლინიკურმა ცდებმა AstraZeneca-ს ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა

22 მარ 202114:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1418
აშშ-ში კლინიკურმა ცდებმა AstraZeneca-ს ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა
Anthony Devlin/Bloomberg

აშშ-ის კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა 79%-ით ეფექტურია Covid-19-ის პრევენციაში. მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა, ვაქცინა უსაფრთხოდ მიიჩნია.

კვლევებმა AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ ნდობა უნდა გაზარდონ მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა პროდუქტის ეფექტიანობისა და ოპტიმალური დოზირების მიმართ. ბოლო დროს, ვაქცინას არაერთი სირთულე შეექმნა მიწოდებებში შეფერხებებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების მიმართულებით.

გასულ წელს, დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევებმა  განსხვავებული შედეგები აჩვენა პრეპარატის დოზირების კუთხით. თავდაპირველად, ევროკავშირის 10 ქვეყანაში AstraZeneca-ს მხოლოდ 65 წელზე ქვემოთ პაციენტებზე იყენებდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც განახლებულმა მონაცემებმა ვაქცინის ეფექტურობა დაადასტურა ასაკოვან ადამიანებშიც.

ვაქცინის იმიჯს ზიანი მიაყენა აცრების შედეგად თრომბის განვითარების შემთხვევებმა. გასულ კვირას, არაერთმა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს გამოყენება. "ევროპის წამლის სააგენტომ" და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა არ დაადასტურეს პირდაპირი კავშირი ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის. ამასთან ერთად, სააგენტოები აცხადებენ, რომ ვაქცინის სარგებლიანობა ცალსახად აღემატება რისკებს.  

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმს პატონი და სუზი რინგი