
არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც დუბაიში მიმდინარე COP28 სამიტის მასპინძელია, კლიმატის ახალ ფონდს ქმნის და მასში $30 მილიარდს დებს.
ფონდი Alterra დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელთა მიზანი ემისიების შემცირებაა. ფონდი 2030 წლისთვის $250 მილიარდის მობილიზებას გეგმავს.
საინვესტიციო კომპანიები BlackRock, Brookfield და ინტერნეტპროვაიდერი TPG ფონდის პირველი პარტნიორები იქნებიან. ჯგუფი ამ მიზნით $6.5 მილიარდს გამოყოფს. აქედან ნაწილი უკვე ხმარდება ინდოეთში განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებას.
Alterra-ს მართავს საინვესტიციო კომპანია Lunate. მისი აღმასრულებელი დირექტორი კი დიპლომატი მაჯიდ ალ სუვაიდი, COP28-ის ახლანდელი გენერალური დირექტორი იქნება.
გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე შეხვედრა, იგივე COP28, წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე იმართება.
COP28-ზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა; ექსტრემალური ამინდებთან ადაპტაციის გაუმჯობესება; ემისიებით ვაჭრობის სტანდარტები; გლობალური დათბობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ფონდები და სხვა.