LIVE

ჩინელმა სამხედროებმა Tesla აკრძალეს, მასკი ბრალდებას უარყოფს

20 მარ 202114:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
ჩინელმა სამხედროებმა Tesla აკრძალეს, მასკი ბრალდებას უარყოფს
Mark Kauzlarich/Bloomberg

ელონ მასკი ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ, უსაფრთხოების მიზეზით, Tesla-ს აკრძალვას პირველად გამოეხმაურა. ბიზნესმენი უარყოფს, რომ მანქანების მეშვეობით, თვალთვალი ხორციელდება. მასკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი მანქანები ჩინეთში, ან სადმე სხვაგან, ჯაშუშობისთვის გამოიყენება, კომპანია დაიხურება.

”თუ კომერციული კომპანია ჯაშუშობაში ჩაერთვებოდა, ამას კომპანიაზე განუზომლად დიდი უარყოფითი გავლენა ექნებოდა. მაგალითად, თუ Telsa-მ გამოიყენა მანქანები ჯაშუშობისთვის ჩინეთში - ან სადმე, ნებისმიერ ქვეყანაში - ჩვენ ყველგან გავჩერდებით. ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისათვის, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ კონფიდენციალურობა შევინარჩუნოთ," თქვა ელონ მასკმა ჩინეთის განვითარების ფორუმზე ვიდეო ჩართვისას. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ნდობის ხარისხი უფრო მაღალი უნდა იყოს. 

ჩინეთი ელექტრომანქანების ყველაზე დიდი ბაზარია. კომპანიამ გასულ წელს 130,000-ზე მეტი ადგილზე აწყობილი Model 3 გაყიდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამხედროებმა საკუთარ კომპლექსებსა და საცხოვრებელ სახლებში Tesla-ს მანქანების შეყვანა აკრძალეს. მათი განცხადებით, მანქანებზე, თვალთვალის მიზნით, ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. 

აკრძალვას წინ უძღოდა ალასკაში ამერიკელი და ჩინელი დიპლომატების პირველი მაღალი დონის ოციფიციალური შეხვედრა, რომელიც კრიტიკული ურთიერშეფასებების ფონზე წარიმართა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია