LIVE

განათებების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

14 ნოე 202317:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
განათებების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შეზღუდვა 15 და 16 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).

გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.