LIVE

PMC-ის შეფასებით, საქართველოდან რუსების გადინება დაიწყო

10 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
PMC-ის შეფასებით, საქართველოდან რუსების გადინება დაიწყო

PMC-ის მაკრო მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 508 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, 1 528 000-მა რუსმა კი ქვეყანა დატოვა. 

კვლევითი ცენტრის შეფასებით, შემოსვლა-გასვლებში 20 000 კაციანი სხვაობა მიუთითებს, რომ საქართველოდან რუსების გადინება დაიწყო და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდეს.

„2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის არაერთი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. რუსების შემოდინებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. შედეგად, მნიშვნელოვანია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა-გასვლის დეტალური მონიტორინგი.

2023 წლის პირველ 9 თვეში 1.5 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე, დამატებით 20 ათასი გავიდა, რაც საქართველოდან რუსების გადინების საწყის ეტაპზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდეს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ცხოვრობს საქართველოში. PMC კვლევითი ცენტრის კალკულაციით, საქართველოში 2022-2023 წლებში ჩამოსული სულ მცირე 40 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მაკრო მიმოხილვაში.