LIVE

გაჩეჩილაძე: ყველაზე მაღალი წნეხი საბანკო სექტორს მოგების გადასახადის კუთხით აქვს

08 ნოე 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
გაჩეჩილაძე: ყველაზე მაღალი წნეხი საბანკო სექტორს მოგების გადასახადის კუთხით აქვს

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, საბანკო სექტორს ყველაზე მაღალი საგადასახადო წნეხი მოგების გადასახადის ნაწილში აქვს.

„მთლიანი საბანკო სექტორის საგადასახადო წნეხი არ შეგვიფასებია, ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა არის ის, რომ დღეს საბანკო სექტორს კანონით ყველაზე მაღალი საგადასახადო წნეხი, მოგების გადასახადის კუთხით აქვს“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მომდევნო წელს ბიუჯეტში 300 მილიონი ლარის შემოსავალს სწორედ საბანკო სექტორიდან ელის.