
TBC Capital-ი წელს რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შერბილებას პროგნოზირებს. რაც შეეხება მომავალი წლის მოლოდინებს, საბაზო სცენარით, 2024 წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 8.6% იქნება.
„მთლიანობაში, TBC Capital-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კვლავ კიდევ ერთი, 0.25 პროცენტულ პუნქტიანი შერბილებაა მოსალოდნელი, ხოლო 2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარი, ნაცვლად ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული 8.25%-სა, სხვადასხვა სცენარის ალბათობების შეწონით, დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება“, - აღნიშნულია TBC Capital-ის კვირის მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 25 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.