LIVE

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება

27 ოქტ 202312:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება. 

„ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა“, - აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

უწყებაში აცხადებენ, რომ 27 ოქტომბრის მონაცემებით, 103 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა.