LIVE

საქართველომ კატართან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმი გააფორმა

27 ოქტ 202312:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 377
საქართველომ კატართან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმი გააფორმა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და კატარს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, მემორანდუმს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა, ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა მოაწერეს.

სამინისტროს განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას.

აღსანიშნავია, რომ კატარი 73-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი აქვს გაფორმებული.