LIVE

მთავრობის სხდომაზე $400 მილიონის ღირებულების ენერგოპროექტები განიხილეს

23 ოქტ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
მთავრობის სხდომაზე $400 მილიონის ღირებულების ენერგოპროექტები განიხილეს

მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.

მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხის შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები.