LIVE

საწვავი კვლავ ძვირდება

17 მარ 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
საწვავი კვლავ ძვირდება

ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასები დღითიდღე მზარდია.  ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიანდელ ნიშნულსაც  გადაარჭბა და შედარებით დაბალხარისხიანი საწვავის შეძენა მომხმარებელს 2,5 ლარად შეუძლია.

საწვავზე ფასების ზრდა მიმდინარე წლიდან დაიწყო, რაც პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესთან, რამაც პოზიტიური მოლოდინები გააჩინე გლობალური ეკონომიკის აღდგენის ტემპებთან მიმართებაში. შედეგად, ნავთობზე მოთხოვნა ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. აღნიშნულის დასტურია ისიც, რომ  OPEC-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდა დღე-ღამეში 5.9 მლნ ბარელს მიაღწევს. 

2021 წლის წლის დასაწყისიდან "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ჯამში 30 თეთრით გაიზარდა. თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი, ვასილ ხორავა განმარტავს,  საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი საერთაშრისო ბაზრებზე ფასების მატებასთან ერთად ლარის გაუფასურებაც არის.

ნავთობიმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზრზებზე საწვავის გაძირების პარალელურად,  საქართველოში საწვავი დღევანდელ ღირებულებასთან შედარებით, დაახლოებით 60 თეთრით მეტი უნდა ღირდეს. შესაბამისად, ფასების 10-15 თეთრიანი ზრდა უახლოეს პერიოდშიც მოსალოდნელია.

ფასების მკვეთრი ზრდა უკვე არაბრენდირებულ სადგურებზეც შეინიშნება და  კომპანიის წარმოამდგენლები ფასების კორექტირებას ახლო მოავალში კიდევ გეგმავენ. "ბიოილის" გენერალური დირექტორის, რუსუდან რამაზაშვილის თქმით, კომპანიას საოპერაციო ხარჯები ისედაც გაზრდილი აქვს და შესაბამისად, აღარ რჩება რესურსი, რომ საწვავი თვითღირებულების ფასად იყიდებოდეს. 

საწვავზე ფასების ზრდა პირდაპირ ბმაშია პროდუქტის გაძვირებასთან, ვინაიდან დისტრიბუტორ კომპანიებს საწვავის გაძვირების ფონზე ეზრდებათ ხარჯებც, რაც საბოოლოდ მათ პროდუქციასაც აძვირებს. ცნობისთვის,  დღეისთვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რეგულარი 2.45 – 2.50₾
  • პრემიუმი 2.68- 2.71₾
  • სუპერი 2.77 - 2.81₾
  • ევრო დიზელი 2.63 – 2.73₾
  • დიზელი 2.533- 2.67₾

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ავტომფლობელთა 65%  რეგულარის ტიპის საწვავის მომხმარებელია.