LIVE

აშშ-ჩინეთის ურთიერთობების პროგრესი კავშირშია ავსტრალიასთან

16 მარ 202113:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 696
აშშ-ჩინეთის ურთიერთობების პროგრესი კავშირშია ავსტრალიასთან
Kazuhiro Nogi/AFP/Getty Images

აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობები ვერ გამოსწორდება, ვიდრე პეკინი ავსტრალიასთან მიმართებით არ შეწყვეტს აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აზიის კოორდინატორმა კურტ ქემბელმა. ჩინეთის მთავრობას ეცნობა, რომ აშშ არ დატოვებს ავსტრალიას ჩინეთთან პირისპირ. პეკინის ძლიერ ეკონომიკურ ზეწოლას სხვა ქვეყნებიც განიცდიან, მათ შორის: იაპონია, ფილიპინები და ვიეტნამი.

მხარდაჭერის გზავნილმა მას შემდეგ გაიჟღერა, რაც „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ (QUAD) ვირტუალურ სამიტზე ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიის და აშშ-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებდნენ რეგიონალურ უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ სამიტის დასკვნით განცხადებაში არ ყოფილა ჩინეთის ხსენება, საერთო უსაფრთხოების ინტერესებზე საუბრები გამჭვირვალედ მიანიშნებდა ჩინეთის წინააღმდეგ ერთობის დემონსტრირებაზე. ამასთან ერთად, QUAD-ის წევრ ქვეყნებს არ სურთ, რომ აშშ-მა ისინი წარმოაჩინოს ცალსახად ანტი-ჩინური სამხედრო ბლოკის წევრებად, მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკასთან მათი სავაჭრო კავშირების გათვალისწინებით.

ავსტრალიას და მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორის ურთიერთობების შარშან აპრილიდან გაუარესდა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა კორონავირუსის წარმოშვების საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩინეთმა ხისტი სავაჭრო ზომები მიიღო ავსტრალიური პროდუქტების (ნახშირი, ღვინო, ქერი) წინააღმდეგ.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ სკოტი